ფონდი ,,ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
გადაწყვეტილება N 2
ქ. თბილისი 2010 წლის 6 მაისი

საქმეზე: ფონდი ,,ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე
ხათუნა გოგაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მერაბ მერკვილაძე
ირაკლი აბსანძე
მაია მეცხვარიშვილი
ლია ჩახუნაშვილი

განმცხადებელი: ფონდი “ინკლუზივი”
წევრი: ალექსანდრე ელისაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

2010 წლის 22 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ფონდ „ინკლუზივის“ თავმჯდომარემ, პაატა საბელაშვილმა, განცხადებით მიმართა. განცხადება დასაშვებობის შემოწმების მიზნით გადაეგზავნა საბჭოს სამ წევრს და განცხადება დაშვებულ იქნა განსახილველად.
წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ფონდ „ინკლუზივის” თავმჯდომარეს - პაატა საბელაშვილს მიაჩნდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა - ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე მუხლი, რომლის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
როგორც განმცხადებელი პაატა საბელაშვილი აღნიშნავს, „2010 წლის 9 მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გასულ თოქ-შოუ „ბარიერში“, რომლის წამყვანი ალექსანდრე ელისაშვილია, მის მიერ მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეგ ჩვენი საუბრის თემა არ არის“. `სტუმართაგან არც ერთს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია“.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მალხაზ გულაშვილის გამონათქვამი - „მიდის ჰომოსექსუალიზმის და ლესბოსელობის აღვირახსნილი პროპაგანდა“ - „ეს უკვე არის დისკრიმინაციული გამონათქვამი, რადგან ამის პროპაგანდა არ შეიძლება. შეიძლება ლესბოსელებმა, ჰომოესექსუალებმა და ტრანსგენდერმა ადამიანის უფლებების პროპაგანდა გააკეთონ, მაგრამ ჰომოსექსუალების და ლესბოსელობის პროპაგანდა ნიშნავს, რომ ეს არის ავადმყოფობა ან რამე ასოციალური ქცევა, რომელიც შეიძლება შეიძინო ვინმეს ზეგავლენით“.
გულაშვილის გამონათქვამი, რომ „ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას შეებრძოლება“ პირდაპირი მოწოდებაა, რომ შეებრძოლება. „მან გამოიყენა ეს საშუალება [კავკასიის” ეთერი] და წინააღმდეგობა არ გასწევია იმისათვის, რომ ალექსანდრე ელისაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი ეთერი არ გამოყენებულიყო ასეთი ტიპის დისკრიმინაციის წასახალისებლად. ამის აღსაკვეთად არაფერი გაკეთებულა და მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ასე რომ, ეს იყო ირიბი ზემოქმედება მაყურებლის ნეგატიური აზრის ფორმირებაზე ამ ჯგუფის მიმართ“.
ჰომოსექსუალებთან მიმართებით გადაცემაში [119-ე წუთზე] ხელმეორედ წამოწყებულ დისკუსიასთან დაკავშირებით პაატა საბელაშვილი აცხადებს: „მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ იყო დაბალანსებული და იმან [გუბაზ სანიკიძემ] საერთოდ გააღრმავა ის ტენდენცია, რაც გულაშვილმა დაიწყო.”
განმცხადებელი მოწვეულ იქნა სხდომაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია სიტყვიერად.
ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი წერილობითი პოზიცია სხდომის დაწყების წინ წარმოადგინა საბჭოს წინაშე და ასევე უპასუხა საბჭოს წევრთა შეკითხვებს. ალექსანდრე ელისაშვილის პოზიცია გამოიხატა შემდეგში:
„ბატონი საბელაშვილის განცხადება მთლიანად აგებულია გადაცემის იმ მონაკვეთის არაკეთილსინდისიერ ინტერპრეტაციაზე, რომელმაც განმცხადებლის აღშფოთება გამოიწვია. განცხადებაში დამახინჯებულია როგორც ფრაზები, ასევე კონტექსტი და არაადეკვატურადაა ინტერპრეტირებული ჩემი, როგორც წამყვანის “ემოციები” თუ „რეპლიკები“.
„გადაცემის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ბატონმა გულაშვილმა სრულიად დაუგეგმავად წამოიწყო საუბარი ღირებულებით საკითხებზე, რასაც მას ვერანაირი კანონი და კოდექსი ვერ აუკრძალავს. ასევე ნათლად ჩანს, რომ გადაცემის წამყვანს ვერ ექნებოდა ვერანაირი სხვა რეაქცია სტუმრის ამ განცხადებაზე, გარდა იმისა, რაც ჰქონდა“.
„არც ამ განცხადებების გაკეთებისას ჩამითვლია და არც ახლა ვთვლი, რომ ეს განცხადებები შეიცავდა დისკრიმინაციის წახალისებას“.
„ბატონი საბელაშვილი განცხადებაში წერს, რომ მე ვალდებული ვიყავი აღმეკვეთა ეს საუბარი. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა განცხადებები დისკრიმინაციული, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, მე ისინი აღვკვეთე“.
რაც შეეხება ხელმეორედ წამოწყებულ დისკუსიას, „ეს ნაწილიც არანაირად არ შეიცავდა დისკრიმინაციის შემცველ ან წამახალისებელ განცხადებებს. ვთვლი, რომ ბატონ გულაშვილს აქვს სრული უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება“.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მან ამ უკანასკნელ ეპიზოდშიც იმოქმედა: „მაგ შემთხვევაში ჩემი ყველაფრის ღონება იყო ის, რომ თინა ხიდაშელმა გასცა ადეკვატური პასუხი, ისევე როგორც გუბაზ სანიკიძემ“.
საბჭოს წევრის კითხვაზე - „სომხების, ებრაელების ან შშმპ-ების აღვირახსნილი პროპაგანდა რომ ეხსენებინათ თქვენს გადაცემაში, რეაქცია გექნებოდათ?“, ელისაშვილი პასუხობს: „კი, ჩავერეოდი“.
მალხაზ გულაშვილის განცხადებაზე, რომ „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას შევებრძოლებით“ ელისაშვილმა თქვა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ, მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან ვკითხავდი, რომ `შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.
ალექსანდრე ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გულაშვილს არ დაურღვევია. „ამ ლოგიკით ბატონ პეტრე მამრაძეს უფრო მეტი საფუძველი აქვს, გადაცემის წამყვანი დაადანაშაულოს ქარტიის მე-7 მუხლის დარღვევაში, ვინაიდან ბატონმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისნაირებისთვის გამარჯობის თქმაც დიდი პატივია და იმაზეც დიდი მადლობა უნდა თქვან მამრაძემ და მისნაირებმა, რომ გამარჯობას ეუბნებიან. ქარტიის მე-7 მუხლი ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციის წახალისების საფრთხესაც, რაც ჟურნალისტს კარგად უნდა ესმოდეს. ვაღიარებ, რომ არ აღვკვეთე გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებები, შესაბამისად, გამოდის, რომ ბატონი პეტრე პოლიტიკური შეხედულებების გამო აღმოჩნდა დისკრიმინირებული, ვინაიდან გუბაზ სანიკიძემ, თავისუფალ ინტერპრეტაციას თუ მივყვებით, მოუწოდა მოქალაქეებს გამარჯობა არ უთხრან პეტრე მამრაძეს. ამ ლოგიკით, ნებისმიერ განცხადებაში, რომელიც კეთდება პირდაპირ ეთერში, თეორიულად შესაძლოა დავინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე სახის დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამ ლოგიკით საერთოდ უნდა აიკრძალოს პირდაპირ ეთერში გადაცემის გამართვა”.
მოძიებული/წარდგენილი და შეფასებული/გამოკვლეული ინფორმაციისა და ასევე მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისად საბჭომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ფონდ „ინკლუზივის” თავმჯდომარემ. პაატა საბელაშვილის განცხადება „ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად ცნობილ იქნა დასაშვებად.
2. იმისათვის, რომ საქმე განიხილოს ქარტიის საბჭომ, ჟურნალისტი, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევს ქარტიის დამრღვევად, უნდა იყოს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წევრი. საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წევრი. შესაბამისად, ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას წესები, რაც დადგენილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით. კერძოდ, მან როგორც ქარტიის წევრმა, წესდების 5.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით აიღო ვალდებულება „პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით“. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს ჟურნალისტის მიერ ეთიკური სტანდარტის დაცვის (თუ დარღვევის) საკითხებზე.
3. 2010 წლის 9 მარტს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გავიდა თოქ-შოუ “ბარიერი”, რომელსაც უძღვებოდა ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. “ბარიერი” ეძღვნებოდა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტს მოსკოვში. დაახლებით 95-ე წუთზე ერთ-ერთმა სტუმარმა, გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა წამოიწყო საუბარი ღირებულებებზე და განაცხადა, რომ “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ამ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ. რაც ხდება ხო, პროპაგანდა მიდის აღვირახსნილი. რა უნდათ, რომ საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდრონ? თუ რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით, რასაც საინფორმაციო საშუალებებში მასობრივად პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება ეს გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში ხდება, რომელმაც სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა, წამებაზე არ შეუკივლია? ამ ქვეყანაში ხდება? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი ეს მოძრაობა შევებრძოლებით აი ესეთ გამოვლინებას”.
ამის შემდეგ გულაშვილი გადავიდა ტელევიზიების კრიტიკაზე და იქვე განაცხადა: „ტელევიზიები რომ გადაიქცა ბოდიში და მაპატიეთ მაყურებელმა, პრეზერვატივს, რო დაემსგავსა ლოგო, ფრთიანი ლოგო ბადრი პატარკაციშვილის ნაოცნებარი ტელევიზია. რა პროპაგანდას აწარმოებს და რას აუბედურებს და აპარტახებს ამ ხალხს. რა ხდება გამაგებინეთ”. ალექსანდრე ელისაშვილმა მას ამ დროს შეაწყვეტინა საუბარი: „კარგით, იმ არხზე არ გვინდა, იმ არხზე აღარ გვინდა, კარგით“.
მოგვიანებით [119-ე წუთზე], გულაშვილმა ისევ წამოიწყო საუბარი: „გვჭირდება ევროპული ღირებულებები კი არა, იმიტომ რომ ევროპაში ღირებულება არის, ამტკიცებს ევროსაბჭო ერთსქესიან ქორწინებას, მე ამ ღირებულებას ვერ შევუერთდები ვერანაირად“; „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში ბოდიში და ცისფერები თამაშობენ წამყვან როლს“.
მალხაზ გულაშვილის ამ გამონათქვამებზე მოწვეულ სტუმართაგან რეაგირება არავის მოუხდენია. ეს გამონათქვამები კომენტარის გარეშე დატოვა გადაცემის წამყვანმაც.
4. ალექსანდრე ელისაშვილმა ზეპირი მოსმენის დროს დასმულ კითხვაზე უპასუხა შემდეგი: „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, არასოდეს ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არ ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ”.
5. უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჩაერეოდა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა სიძულვილის ენას ფრაზაში: „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლენას შევებრძოლებით“, ელისაშვილმა უპასუხა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ. მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან, ვკითხავდი „შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.
სამოტივაციო ნაწილი
1. იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს, დაარღვია თუ არა მე-7 მუხლი წევრმა, თავდაპირველად მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული მუხლი. საბჭო მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. „ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“ ნიშნავს, რომ პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ის უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს.
თუ გადაცემა ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამები უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი შეიძლება ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
2. საბჭო არ იზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველ შემთხვევაში მან აღკვეთა და თემასთან დააბრუნა საუბარი. ჟურნალისტმა მართლაც შეაწყვეტინა გულაშვილს, თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მან სრულად გამოხატა თავისი შეხედულება ჰომოსექსუალებზე და გადავიდა ტელევიზიების კრიტიკაზე. ელისაშვილმაც სწორედ ამ დროს შეაწყვეტინა სიტყვებით: „არ გვინდა იმ არხზე, იმ არხზე არ გვინდა“. მას არაფერი უთქვამს ჰომოსექსუალთა შესახებ.
3. საბჭო ასევე ვერ გაიზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 119-ე წუთზე, ჰომოსექსუალებზე მეორედ წამოწყებულ დისკუსიაში მან სიტყვა გადასცა თინა ხიდაშელს, „რომელმაც ადეკვატური პასუხი გასცა. ისევე როგორც გუბაზ სანიკიძემ“. ხიდაშელმა ისაუბრა სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებზე. ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით სტუმრებს აზრი არ გამოუთქვამთ.
4. საბჭო არ იზიარებს განმცხადებელ პაატა საბელაშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი „ზემოთ ხსენებული პირების [გადაცემის სტუმრების] ამაზრზენ ქირქილსაც დიდი აღტაცებით შეუერთდა“. ალექსანდრე ელისაშვილს მსგასი რეაქცია არ ჰქონია.
5. საბჭო იზიარებს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას შემდეგ ნაწილში: „მალხაზ გულაშვილს აქვს სრული უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, თვლიდეს მას კავკასიური ტრადიციებისთვის მიუღებლად და გამოთქვამდეს საკუთარ აზრს ღიად, ისევე როგორც თუნდაც ევროპული ქვეყნების მრავალი მოქალაქე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს დებატები მსგავს თემებზე“. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ელისაშვილს, ჰქონდა ვალდებულება, საზოგადოებისთვის ეცნობებინა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ.
6. ალექსანდრე ელისაშვილი საბჭოს ხშირად მიუთითებდა გულაშვილის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც არ შეზღუდა გადაცემის მსვლელობისას. გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობიური მოსაზრებების პროპაგანდა.
ჯონ სტიუარტ მილი ცნობილ ნაწარმოებში ფიქრისა და დებატების თავისუფლების შესახებ ამბობდა: „თუ მოსაზრება სწორია, კაცობრიობას ერთმევა შესაძლებლობა გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე, ხოლო თუ მცდარია, ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს - სიმართლის მკაფიო აღქმას, რაც მისი შეცდომასთან შეჯახებით წარმოიშობა“.
ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ მიეცა „შესაძლებლობა გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე“. ამით შეილახა მისი ინტერესი - არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი, არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია კრიტიკის გარეშე. ეს არის დებატის მიზანი, რომელიც ამ გადაცემაში (ჰომოსექსუალების ნაწილში) არ შედგა.
7. „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არასოდეს ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ“, _ ალექსანდრე ელისაშვილის ეს განცხადება, საბჭოს აზრით, არის იმის ირიბი დადასტურება, რომ გულაშვილის განცხადებები მართლაც ჰომოფობიური იყო და ჟურნალისტი უნდა ჩარეულიყო.
საბჭოს მიაჩნია, რომ როგორც ჟურნლისტებს, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს დაბალი ცნობადობა ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ.
8. ალექსანდრე ელისაშვილის აზრით, „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ბატონი გულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები 9 მარტის გადაცემა `ბარიერში” მკაფიოდ და ცალსახად გასცდა გამოხატვის თავისუფლების ზღვარს“. საბჭოს მიაჩნია: გასცდა თუ არა მალხაზ გულაშვილის გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლების ზღვარს და დაარღვია თუ არა კანონი და კონსტიტუცია, საბჭოს შესაფასებელი არ არის. საბჭო არ არის ის ორგანო, რომელიც ადგენს ფაქტის კანონთან შესაბამისობას.
საბჭოს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები არიან სხვა ყველა მოქალაქის თანასწორნი და აცხადებს, რომ მალხაზ გულაშვილის გამონათქვამები ჰომოსექსუალობაზე (ტონალობის გათვალისწინებით) – „ეს არის ფსევდოლიბერალური ღირებულებები“, „აღვირახსნილი კამპანია მიდის”, “ასეთი რამეები საქართველოში შეიძლება იყოს დაცული?!”, “შევებრძოლებით ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას“, „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში, ბოდიში და ცისფერები თამაშობენ მთავარ როლს“ - არის დისკრიმინაციული ხასიათის და აღვივებს სიძულვილს (ან უპატივცემულობას) ამ ჯგუფის მიმართ.
9. ტელეკომპანია „კავკასიის“ 9 მარტის გადაცემის - „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდა, მალხაზ გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა და წაახალისა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია. გადაცემაში მოწვეული სტუმრებიდან საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუხატავს, ანუ საზოგადოებამ ვერ გაიგო ალტერნატიული აზრის არსებობის შესახებ. არც წამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმა გამოხატა აზრი, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არიან უფლებრივად თანასწორნი და საზოგადოების ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს. ამით ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პუნქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის დარღვევა;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდეს საბჭოს ბლოგზე და გავრცელდეს მედიით.

საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე
ხათუნა გოგაშვილი
ნინო ზურიაშვილი
მერაბ მერკვილაძე
ირაკლი აბსანძე
მაია მეცხვარიშვილი
ლია ჩახუნაშვილი




საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის ელისო ჩაფიძის განსხვავებული აზრი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 6 მაისის N2 გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებთან დაკავშირებით
მხარს არ ვუჭერ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა გასაჩივრებულ გადაცემაში დაარღვია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მიმაჩნია, რომ სტუდიაში სტუმრად მოწვეული მალხაზ გულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მას არ მოსწონს ერთსქესიანთა ქორწინება და შეებრძოლება ასეთ პროპაგანდას, მიუხედავად მისი აშკარად ნეგატიური დამოუკიდებულებისა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, არის ამ სტუმრის მიერ გამოთქმული მოსაზრება და ის სრულიად თავსდება ევროკონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების შესახებ
2. ჩემი ღრმა რწმენით, საქმეში `ფონდი ინკლუზივი - ელისაშვილის წინააღმდეგ~ საქმე გვაქვს ორი ფუნდამენტური ღირებულების დაპირისპირებასთან. პირველი ღირებულება გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე _ უმცირესობების უფლებების დაცვა. ვაღიარებ როგორც ერთი, ასევე მეორე ღირებულების უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, მივიჩნევ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანის მხრიდან მისი განსაკუთრებით სენსიტიური დამოკიდებულების გამო აღნიშნული პრობლემის მიმართ, ადგილი ჰქონდა სტუდიაში გამოთქმული მოსაზრებების განსაკუთრებით მგრძნობიარე აღქმას. ზოგჯერ კი მისი შეფასებები აშკარად არაადექვატურია, რაც, მაგალითად, გამოიხატება საჩივრის იმ ნაწილში, სადაც საუბარია, რომ ალექსანდრე ელისაშვილი შეუერთდა სტუდიაში საერთო ქირქილს და დაცინვას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპში ცალსახადაა მითითებული, რომ ჟურნალისტმა უნდა აღკვეთოს ადამიანის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ თუ როგორ უნდა აღკვეთოს, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარემოებაზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი აშკარად შეიცავს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლების მიმართ. აღნიშნული გარემოების გამო მიმაჩნია, რომ ელისაშვილმა მოუწოდა მალხაზ გულაშვილს, საუბარი გაეგრძელებინა არა ამ, არამედ სხვა, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე.
3. მომჩივანის აზრით, გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა უმცირესობების მიმართ, რაც არ აღკვეთა წამყვანმა. ვფიქრობ, ნებისმიერი კრიტიკული და ნეგატიური მოსაზრების სიძულვილის ენად გამოცხადება ფრიად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან გულაშვილის სიტყვებში არ ჩანდა, კონკრეტულად რა გზით აპირებდა ის, წინააღმდეგობა გაეწია ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისთვის. თუკი ეს წინააღმდეგობის გაწევა და `შებრძოლება~ ჯდება კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებს ღირებულებათა და მოსაზრებათა დაპირისპირებას, რატომ უნდა გამოვაცხადოთ ის უპირობოდ `სიძულვილის ენად~?
სამწუხაროდ, არც ეთიკის კოდექსით და არც ქართული კანონმდებლობით `სიძულვილის ენის~ მკაფიო განსზღვარება ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა მიმაჩნია, რომ გამონათქვამები, რომელიც შეიცავენ მოწოდებას ადამიანების რასობრივი, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა სახის განსხვავებულობის გამო ძალადობრივი გზით ანგარიშსწორების შესახებ ან და აღვივებს ამ სიძულვილს, ცალსახად შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად, თუმცა ამ კონკრეტელ შემთხვევაში ამისი ცალსახა მტკიცება გამიჭირდებოდა.
4. აღნიშნული გადაცემა გახლდათ პირდაპირი ეთერი, რომელშიც სტუმრები, გამოთქვამენ გასხვავებულ და ზოგჯერ ძალიან სადავო მოსაზრებებს. ავტორისა და წამყვანის დავალდებულება, გამოთქვას საკუთარი აზრი ყოველი სტუმრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, სრულ აბსურდამდე მიგვიყვანდა. სამწუხაროდ, ტელეეკრანიდან მხოლოდ მაღალი მორალისა და ზნეობის ადამიანები კი არა, ზოგჯერ ძალიან საეჭვო ღირებულებების ადამიანები გვესაუბრებიან და ყოველ მათ მოსაზრებაზე ავტორის კომენტარის მოსმენა და, მით უმეტეს, ავტორის დავალდებულება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, შეუძლებელს გახდიდა პირდაპირ ეთერში მუშაობას.
5. ვიზიარებ საბჭოს წევრთა და საჩივრის ავტორის სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ სასურველი იყო ალექსანდრე ელისაშვილს გამოეხატა თავისი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესებობის მიმართ საქართველოში არსებული სტიგმის გათვალისწინებით, თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ თუკი საუბარია ჟურნალისტის მხრიდან ეთიკური ნორმის დარღვევაზე და არ არსებობს მყარი არგუმენტები და დარღვევის აშკარა ხასიათი, როგორც ეთიკის საბჭოს წევრი, ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპით, რომ ეჭვს, რომელიც ვერ დადასტურდება ეთიკის დამრღვევის წინააღმდეგ, ვერ მივიჩნევ გამამტყუნებელ გარემოებად.
ამავე დროს, პატივს ვცემ და ვაღიარებ საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

ეთიკის ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტები

1. აბაშმაძე თამარ,
2. ანთაძე ია,
3. არჯენიშვილი ქეთევან,
4. ასათიანი ნუგზარ,
5. ალექსიშვილი ლევანი,
6. აღდგომელაშვილი ეკატერინე,
7. აფციაური გოგიტა,
8. ანანიძე ჯაბა,
9. აბსანძე ირაკლი,
10. აბსარიძე თეა
11. ალადაშვილი გიორგი
12. ბატიაშვილი მადონა
13. ბახტაძე ვახტანგი,
14. ბარბაქაძე ნატალია,
15. ბიჭაშვილი ვლადიმერი,
16. ბობოხიძე ეკატერინე,
17. ბობოხიძე ია,
18. ბარნაბიშვილი იოსებ,
19. ბიაშვილი ნანა,
20. ბერძენიშვილი ქეთევანი,
21. ბერძენიშვილი რევაზი,
22. ბიგანიშვილი ნანა,
23. ბაბუაძე თამარი,
24. ბერიძე ლანა,
25. ბურჭულაძე სოფო,
26. გეგეშიძე ია,
27. გეგენავა თეა,
28. გვასალია ინგა,
29. გუბელაძე გულიზა,
30. გოგელია ნატო,
31. გირკელიძე გიორგი,
32. გოგინაშვილი ჟანა,
33. გოგაშვილი ხათუნა,
34. გამზარდია არჩილ,
35. გოგოლაძე ლაურა,
36. დიასამიძე ემზარ,
37. დუმბაძე ლელა,
38. ელისაშვილი ალექსანდრე ,
39. ელჩიანი კარენ,
40. ვერძაძე მალხაზ,
41. ვაჭარაძე მარიკა,
42. ვაშალომიძე ნინო,
43. ზოიძე ნათია,
44. ზურიაშვილი ნინო,
45. ზანთარაია თამარი,
46. ზოიძე ირმა,
47. ზიბზიბაძე თეა,
48. ზარგინავა ლაშა
49. თოთაძე თამარა,
50. თოლორაია ნინო,
51. თავაქარაშვილი არინა,
52. თურაძე ეთერი,
53. თურმანიძე თეონა,
54. თოდუა სოფიო,
55. თვაური ანიტა
56. იაშვილი მატრონა,
57. იმერლიშვილი მედეა,
58. იოსელიანი თეა,
59. ინასარიძე ლელა,
60. კოძოევი მერი,
61. კობერიძე ნათია,
62. კურტანიძე ბესიკი
63. კუპატაძე ეკატერინე,
64. კოხოძე გულნარა,
65. კომახიძე ვახტანგი,
66. კალატოზი ინგა,
67. კაპანაძე ნინო,
68. კახაბერიძე ცაგო,
69. ლაგვილავა პაატა,
70. ლიკლიკაძე დავითი,
71. მჭედლიძე თეკლა,
72. მამულაშვილი მაია,
73. მთივლიშვილი გელა,
74. მეგრელიშვილი თეო,
75. მეცხვარიშვილი მაია,
76. მენაბდე ვლადიმერი,
77. მამედოვი ნიზამი,
78. მემანიშვილი მაგდა,
79. მერკვილაძე მერაბი,
80. მერკვილაძე მაია,
81. მალანია ქრისტინე,
82. მაჭავარიანი მარინა,
83. მსხილაძე ირაკლი,
84. მჭედლიძე დავითი,
85. მანაგაძე ირაკლი,
86. მგელაძე გივი,
87. ნიკოლაიშვილი ნინო,
88. ნასყიდაშვილი ნანა,
89. ნარიმანიშვილი ნინო,
90. ნათაძე თამარი,
91. ოქრუაშვილი რევაზი,
92. ოქროპირიძე ლედი,
93. რუხაძე თამარი,
94. როყუა ნათია,
95. რამაზაშვილი თეონა,
96. რატიანი რუსუდანი,
97. რობაქიძე ნინო
98. სამხარაძე რამაზი,
99. სულაძე გიორგი,
100. სარაშვილი მანანა,
101. სალაყაია ირაკლი,
102. საბაშვილი ნინო,
103. სტალინსკი კოსტანტინე,
104. სიბაშვილი ნატო
105. სალია გერმანე
106. სირაძე ნოდარი,
107. სიჭინავა ქეთინო,
108. ტრაპაიძე დიანა,
109. ტუღუში მარიკა,
110. უჩიძე თამარი,
111. ფანქველაშვილი მარიამი,
112. ფუტკარაძე გიორგი,
113. ფირცხალავა ირმა,
114. ქობალია როლეტა,
115. ქაქუთია დათო,
116. ქევხიშვილი რომანი,
117. ქოჩრაშვილი მარიკა
118. ქირია მაია
119. ღლონტი შორენა,
120. ყუფარაძე მამუკა,
121. ყალიჩავა გერონტი,
122. ყალაბეგაშვილი მაია,
123. შავერდაშვილი შორენა,
124. შერმადინი ცქრიალა,
125. შარაძე ხათუნა,
126. შონია თეონა,
127. ჩახუნაშვილი ლია,
128. ჩხაიძე ირმა,
129. ჩაფიძე ელისო,
130. ჩინიჯიშვილი მაკა,
131. ჩიტიშვილი მარიამი.
132. ცეცხლაძე ნესტანი,
133. ცეცხლაძე ტარიელი,
134. ცისკარაშვილი ნატალია,
135. ცხოიძე ნინო,
136. ცქიტიშვილი ალეკო,
137. წიწიკაშვილი სულიკო,
138. წიქორიძე ოქტიაბრინა,
139. წიკლაური მაია,
140. ჭოჭუა ირინა,
141. ჭაბუკიანი რუსუდანი,
142. ჭითანავა ეკა,
143. ჭაბაშვილი ნინო,
144. ჭულუხაძე სოფო,
145. ხასია გია,
146. ხუბულავა მანანა,
147. ხუბუტია ნანა,
148. ხუჯაძე ზვიადი,
149. ჯანგირაშვილი ნინო,
150. ჯორბენაძე თედო,
151. ჯანაშია თეონა,
152. ჯოხაძე მაკა,
153. ჯახველაძე ლია,
154. ჯანაშია ელისო.

Decision #001

Tbilisi, March 25, 2010
Chairman of the Council:
Eter Turadze
Members of the Council:
Eliso Chapidze
Khatuna Gogashvili
Nino Zuriashvili
Merab Merkviladze
Irakli Absnadze
Maia Metskhvarishvili
Lia Chakhunashvili.

Claimants: Physical entities – a, ch, p, r, p
Member: Natia Koberidze - journalist
Descriptive paragraph
On March 18, 2010 the physical entities A, Ch and P.G. filed two separate pleadings with the Journalistic Ethics Charter Council of Georgia. On March 19, 2010 the physical entity R.P. filed with the Council the pleading of the similar content.
The claimants demanded that the Council of Ethics considered the violation of the provision of the Journalistic Ethics Charter on the part of Natia Koberidze, journalist of a TV Company “Imdedi”
In order to validate the relevance of the allegation, the pleadings in due procedure were transmitted to three members of the Charter. The pleadings were deemed relevant for consideration.
In accordance with the pleadings, the claimants asserted that Natia Koberidze, who is also the member of the Journalistic Ethics Charter of Georgia, violated the Journalistic Ethics Charter. One of the claimants points to the violation of Article I of the Charter, which stipulates that “a journalist shall have respect for the truth and the right of the community to receiving the precise and verified information”

The claimant R.P. points out that “on the 13th of March the TV Company “Imedi” aired the so called “simulation” followed by a Talk Show. In doing so, the journalist overrode the “truth and the right of the community to receiving the precise and verified information”. The claimant deems that Natia Koberidze violated the journalistic ethical norms recognized by the provisions of the Charter. As long as the claimant had filed the pleading with the Council in writing, the Council deemed it irrelevant to hear the claimant’s verbal explanation at the Council meeting.
The Council offered Natia Koberidze to participate in the proceedings of the Council, where she would be given the opportunity to come up with her position and arguments concerning the alleged violations of the provisions of the Charter and to respond to the allegations contained in the pleading of the claimant.
Natia Koberidze rejected the offer of the Council, but expressed readiness to respond in writing to the Council’s questions through the electronic mail.
The members of the Council transmitted comprehensive questions to Natia Koberidze and after having received her response, brought to her attention three additional questions.
In her response provided to the Council, Natia Koberidze denies the violation of the norms of he Charter on her part. She emphasizes that right before the program went on the air, she announced to the public that the footage was a simulation reflecting the possible development of events in Georgia in the future. She also confirmed that she was the co-author of the program and believed there should have been a warning subtitle as log as the footage was shown to the public. She added that she had not been informed that such a subtitle would be withdrawn from the screen. Responding to the question concerning the usage of the archive materials in the program, she said the following. “When the footage is from the archive, it should be displayed on the screen. As to why this rule was not followed, please ask the authors of the “Chronicle””.
Natia Koberidze admitted that the preparation of the program about the possible future threats was the idea of her team as well, though she brushed off her responsibility for the “Chronicle” part of the program. She also noted that “In general, here I see only the problem of the subtitles. If the public had been aware that the used quotes did not belong to the diplomats, but was the idea of the journalists, there would be no grounds for any argument on this matter.”
Responding to the additional questions Natia Koberize said she hadn’t known anything about the absence of the subtitles and never even paid the special attention to that matter. With regard to the whole simulation she explained that the authors had merged two projects and everyone was responsible for their own part. She said she was accountable only for the Talk Show and clarified her opinion: “I knew that the absence of the subtitles would be surely harmful, though I was confident that the subtitles would be duly displayed on the screen. I was just concerned that the chronicle itself would be nothing but ridiculous and cheap, having no idea that the public would be mislead and shocked.” Natia Koberidze confirmed that she saw the simulation one and a half hours before the program went on the air.

Based on the obtained information, as well as the assessment provided by the parties, the Council deems the following:
1.Three physical entities filed the pleadings with the Council. According to Article 6 “of the regulation of the conduct of affairs of the Council” the pleadings were recognized relevant for the consideration. Notwithstanding the fact that all three pleadings were cleared for relevance, two out of three pleadings (claimants: A. Ch. and P.G.) did not meet the requirements of Subparagraph G) of Paragraph 4 of Article 6 “of the regulation of the conduct of affairs of the Council”. Namely, the pleading does not specify the provision, which the claimant deems to have been violated.

The Council does not constitute a mechanism which abstractly holds deliberations on the possible violation of each norm of the Charter of Ethics. Nor does it begin inquiry in the possible violation caused by the activity of any of the Council’s member. It is contrary to the regulation of the conduct of affairs of the Council and goes beyond the authority of the Council. Proceeding from the above mentioned, the Council has no authority to make a judgment whether the violation of the charter was committed.
2. The Council has the authority to consider a case, only in the event that a journalist, who is accused of the violation by the claimant, should be a member of “The Charter of the Journalistic Ethics” – a non commercial juridical entity. The Council deems that Natia Koberidze is the founding member of “The Charter of the Journalistic Ethics”. Thus, she assumes the responsibility for abiding by the rules and regulations adopted by the Charter of the Journalistic Ethics of Georgia. Namely, in accordance with the paragraph “d” of Article 5.2 of the Charter, Natia Koberidze, as the member of The Charter of the Journalistic Ethics, has the responsibility for abiding by the norms and objectives of the Charter in her professional activities. Respectively, the Council is authorized to hold deliberations whether she is dedicated to respect the ethical standards of a journalist.
3 .In order to make a lucid assessment of the alleged violation of Article I of the Charter of Journalistic Ethics on the part of Natia Koberidze, it is necessary for the Council to clearly define what is implicit in the content of the mentioned Article, which stipulates that “a journalist shall have respect for the truth and the right of the community to receiving the precise and verified information”
In accordance with the definition, the responsibility of a member of the Charter, called upon to “respect the truth”, is not only to be passive (not to misinform the public deliberately), but to do all in his or her power to provide public with truthful and verified information At times a journalist may not be in a position to say the truth, but the word “respect” in this case, indicates to a journalist’s effort.
4. The Council has concluded the following factual circumstances: On March 13, 2010 in its newsreel the TV Company “Imedi” telecasted the “simulation” which was part of the “special report” program. The “simulation” lasted for about 30 minutes. Right before the program went on the air, a journalist announced that the program was a simulation, though until the very end of the program nobody reminded the viewers about this fact. More to it, the program was not accompanied by the subtitles warning the public that the whole sequence was the simulation. The archive material which complemented the program also went on without any indication as to where it had come from. All this mislead the public (especially those who had not watched the program from the very beginning) and instilled the panic among the population.
5. The Council refused to accept Natia Koberidze’s assumption that she was not responsible for the “chronicle part of the program” The whole program was the “special report”, therefore the “simulation” was the integral part of the whole program and could not exist separately. The Council accepts the program as a whole, from the very beginning to the end and the author of this program is fully responsible for its every sequence. As Natia Koberidze states in the beginning of the program, the chronicle of the possible future development offered the experts of the “special report” the news report about the worst day. The “simulation” as part of the whole program, was used by Natia Koberidze for the discussion. Thus, regardless who had prepared the “simulation”, Natia Koberidze was fully responsible for the absence of the subtitles.
6. One can infer from the response transmitted by Natia Koberidze to the Council that the latter admits that the permanent warning subtitle was the most important aspect and that its absence would have harmed he viewers. The telecast, which was viewed by Natia Koberidze one and a half hours before the program went on the air, did not have any subtitles; in the beginning of the program Natia Koberidze welcomed the viewers, her guests and carried on with the program.
During the whole period of time Natia Koberidze was I the studio, watching the simulation together with her guests. Consequently she could easily notice the absence of the subtitles and check the reason with the technical team. Natia Koberidze states that she did not pay attention to that matter (The simulation lasted for about 30 minutes). It means that she did nothing to put a stop to misinformation emanating from the program co-produced by her and prevent the harm that the program inflicted on its audience.
7. Although this matter has no decisive role for making a judgment, the Council deems Natia Koberidze’s statement ungrounded asserting she had not known the decision of the management that the program would be telecasted without the subtitles. Responding to the Council’s question whether who had decided to air the program without the subtitle, Natia Koberidze makes a comment: “All these questions have been clarified in the Georgian media by the Chief of the Channel. See news magazine “Liberal” .Natia Koberidze indicates to Giorgi Arveladze’s interview (“Liberal”, N23, 2010; P.23), where the latter states the following: “We discussed the question of the subtitles. It was decided that there would not be any and I assume the full responsibility for that decision”
If we take this comment for granted, the decision about the withdrawal of the warning subtitle must have been known to the TV staff way before the program went on the air. The question of the warning subtitle believed to be so important to the co-producer of the program arising at the same time the heated discussion at the channel, most probably would have been brought to the attention of the author, as well as the host and the management which would have informed her about this issue.
If we assume that the information was withheld fro the journalist, she should have voiced her protest against the management which to the beast of our knowledge did not take place.
8. The Council notes that when the journalist’s position on ethical questions differs from that of the management, the journalist may ignore the orders from the above and resent any interference.
The first and foremost principle of the Charter calls upon a journalist that the latter go public with his or her problem, or separate from the management and publicly state about that move.
Proceeding from the above mentioned, and guided by Article I of the “Charter of the Journalistic Ethics”, rules and regulations of the “Charter of the Journalistic Ethics of Georgia” and by Articles 6, 12, 13, 14, 15 of the” rules of conduct of affairs of the Council”, decides to
1. Refuse the claimants: A.ch. and P.G in the fulfillment of their pleading
2. Satisfy the pleading of the claimant R.P. and recognize the violation of Article I of the Charter of the Journalistic Ethic of Georgia on the part of Natia Koberidze
3. Make public this decision and displayed on the Council blog

Chairman of the Council
Eter Turadze

Members of the Council
Eliso Chapidze
Khatuna Gogashvili
Nino Zuriashvili
Merab Merkviladze
Irakli Absnadze
Maia Metskvarishvili
Lia Chakhunashvili

გადაწყვეტილება - ნათია კობერიძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი

გადაწყვეტილება #001

ქ. თბილისი 2010 წლის 25 მარტი
საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე
საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე;
ხათუნა გოგაშვილი;
ნინო ზურიაშვილი;
მერაბ მერკვილაძე;
ირაკლი აბსანძე;
მაია მეცხვარიშვილი;
ლია ჩახუნაშვილი.

განმცხადებლები: ფიზიკური პირები – ა. ჭ, პ. ჯ, რ. ფ;
წევრი: ჟურნალისტი – ნათია კობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 18 მარტს ორი დამოუკიდებელი განცხადებით მომართეს ფიზიკურმა პირებმა: ა. ჭ-მ და პ. ჯ-მ.
ანალოგიური შინაარსის განცხადებით 2010 წლის 19 მარტს საბჭოს მიმართა ფიზიკურმა პირმა, რ. ფ-მ.
განმცხადებლები ითხოვდნენ, ეთიკის საბჭოს ემსჯელა ტელეკომპანია - „იმედის“ ჟურნალისტის, ნათია კობერიძის მიერ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დებულების დარღვევის ფაქტის დადგენის შესახებ.
განცხადებების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, ისინი შესაბამისი წესით დაეგზავნა ქარტიის სამ წევრს და აღნიშნული განცხადებები დაშვებულ იქნა განსახილველად.
წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, განმცხადებლებს მიაჩნდათ, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ, რომელიც არის ააიპ–ის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი, დაარღვია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ერთ-ერთი განმცხადებელი მიუთითებს ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაზე, რომლის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

როგორც განმცხადებელი - რ. ფ. აღნიშნავს, „13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა გადაცემა - „მოდელირებულ ქრონიკა“ და შემდგომი თოქ–შოუ. ამ გადაცემით ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. მას მიაჩნია, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.
ვინაიდან განმცხადებლების პოზიცია წერილობით იყო წარმოდგენილი, საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მათგან ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენა საბჭოს სხდომაზე.
საბჭომ ნათია კობერიძეს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც გამოხატავდა საკუთარ პოზიციას და წარმოადგენდა შესაბამის არგუმენტებს ქარტიის დებულების შესაძლო დარღვევის შესახებ, მის მიმართ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით.
ნათია კობერიძემ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და გამოხატა მზადყოფნა საბჭოსთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გაეცა წერილობითი ფორმით, კერძოდ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საბჭოს წევრებმა შეჯერებული კითხვები მიაწოდეს ქალბატონ ნათია კობერიძეს, ხოლო მის მიერ პასუხების წარმოდგენის შემდეგ დამატებით მიმართეს სამი შეკითხვით.
წარმოდგენილი პასუხების თანახმად ნათია კობერიძე მიიჩნევს, რომ მას ქარტიის ნორმები არ დაურღვევია. ის აღნიშნავს, რომ ანონსშიც და გადაცემის დაწყებამდეც განაცხადა, რომ ეთერში გავიდოდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალს. მან ასევე დაადასტურა, რომ არის გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ თანაავტორი და მიაჩნია, რომ „მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლის დროს გამაფრთხილებელი ტიტრი აუცილებლად უწყვეტად უნდა ყოფილიყო და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ გადაცემა ტიტრის გარეშე გავიდოდა.
საარქივო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ნათია კობერიძემ უპასუხა: „საარქივოს უნდა ეწეროს საარქივო, რატომ არ ეწერა, ჰკითხეთ „ქრონიკის“ ავტორებს“.
უშუალოდ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით ნათია კობერიძემ განაცხადა, რომ საფრთხეებზე გადაცემის მომზადება მისი გუნდის იდეაც იყო, თუმცა „ქრონიკის“ ნაწილზე პასუხს არ აგებს. მან ასევე აღნიშნა: „ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადოებას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის სტანდარტი“.
დამატებით დასმულ შეკითხვებზე მან უპასუხა, რომ სტუდიაში ყოფნის დროს ტიტრის შესახებ არაფერი იცოდა და არ გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე.
„მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით დააკონკრეტა, რომ ის არ იყო სპეციალური რეპორტაჟის ნაწილი, მოხდა ორი პროექტის შერწყმა და ყველა თავის ნაწილზე აგებდა პასუხს, მათ შორის თავად - მხოლოდ თოქ შოუზე.

მან ასევე დააზუსტა შემდეგი: „უტიტრობა ზიანის მომტანი იქნებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიტრი იქნებოდა! მე ის მაწუხებდა, რომ ასეთი „ქრონიკა“ იქნებოდა სასაცილო, უგემოვნო პროდუქტი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მაყურებელი შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი“. და დაადასტურა, რომ „ქრონიკა“ ეთერში გასვლამდე 1,5 საათით ადრე ნახა.

შეკრებილი ინფორმაციისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტეbების შესაბამისად საბჭოს მიაჩნია:
1. ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა სამმა ფიზიკურმა პირმა. მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები „ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად ცნობილ იქნა დასაშვებად. მიუხედავად იმისა, რომ დასაშვებობის ეტაპი გაიარა სამივე განცხადებამ, მათგან ორი (განმცხადებლები: ა. ჭ. და პ. ჯ.) არ აკმაყოფილებს „ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, განცხადებაში არ არის მითითებული ქარტიის კონკრეტული დებულება, რომლის დარღვევაზეც მსჯელობს განმცხადებელი.

საბჭო არ წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელმაც აბსტრაქტულად უნდა იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თითოეული ნორმის შესაძლო დარღვევაზე და თავად დაიწყოს მოძიება, წევრის მოქმედება ხომ არ არღვევდა რომელიმე დებულებას. ეს ეწინააღმდეგება როგორც ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესს, ასევე ცდება საბჭოს უფლებამოსილებას. გამომდინარე აქედან, ამ განცხადებებთან მიმართებით საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი ქარტიის დარღვევას.
2. იმისათვის, რომ საქმე განიხილოს ქარტიის საბჭომ, ჟურნალისტი, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევს ქარტიის დამრღვევად, უნდა იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრი. საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნათია კობერიძე არის ააიპ-ის „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დამფუძნებელი წევრი. შესაბამისად, ის იღებს ვალდებულებას, დაიცვას წესები, რაც დადგენილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით. კერძოდ, მან, როგორც ქარტიის წევრმა, წესდების 5.2 მუხლის „დ“ პუნქტით აიღო ვალდებულება „პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით“. შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს ჟურნალისტის მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის საკითხებზე.
3. იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ნათია კობერიძის მხრიდან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლის დარღვევას, საბჭომ აუცილებელია განმარტოს, თუ რას გულისხმობს მისი შინაარსი.
ქარტიის პირველ მუხლი ფორმულირებულია შემდეგი სახით:
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ამ დებულებით განსაზღვრული ქარტიის წევრის ვალდებულება - „პატივი სცეს სიმართლეს“ ჟურნალისტისგან არამხოლოდ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვს (განზრახ არ მიაწოდოს საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია), არამედ მან უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.
4. საბჭოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2010 წლის 13 მარტს საღამოს ეთერში შპს „ტელეიმედით“ გავიდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელიც გადაცემა _ „სპეციალური რეპორტაჟის“ შემადგენელი ნაწილი იყო. „მოდელირებული ქრონიკა“ ეთერით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გადაიცემოდა. გადაცემის დაწყებამდე ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქრონიკა მოდელირებული იყო, თუმცა გადაცემის დასრულებამდე ამის შესახებ მაყურებლისთვის დამატებით არავის უცნობებია. ასევე გადაცემას თან არ ახლდა სუბტიტრები, რაც მაყურებელს ამცნობდა გადაცემის მოდელირების შესახებ, ხოლო საარქივო მასალები ეთერში გავიდა შესაბამისი მითითების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეცდომაში შეიყვანა მაყურებელთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით ისინი, ვისაც გადაცემის დასაწყისი არ უნახავს), რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.
5. საბჭო არ იზიარებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის “ქრონიკის ნაწილზე პასუხს არ აგებს”. გადაცემა, რომელიც ეთერში გადიოდა, იყო „სპეციალური რეპორტაჟი“, ხოლო მასში გამოყენებული „მოდელირებული ქრონიკა“ სწორედ ამ გადაცემის შემადგენელი ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭო გადაცემად მიიჩნევს ყველა წუთს - საცნობი ქუდიდან საცნობ ქუდამდე და ყველაფერზე, რაც ამ დროს გადაიცა, ავტორია პასუხისმგებელი. როგორც ჟურნალისტი _ ნათია კობერიძე გადაცემის დასაწყისში ამბობს, მომავლის ქრონიკა „სპეციალურ რეპორტაჟში“ ექსპერტებს სთავაზობდა საინფორმაციო გადაცემას, ყველაზე ცუდი დღის ქრონიკას. „მოდელირებული ქრონიკა“, როგორც გადაცემის ნაწილი, ნათია კობერიძეს განსჯისთვის დასჭირდა და საკუთარ გადაცემაში თუნდაც სხვა ავტორის მიერ მომზადებულ მასალას რა წარწერით გაუშვებდა ეთერში, ეს მისი პასუხისმგებლობაც იყო.
6. ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიერ საბჭოსთვის გაცემული პასუხებიდან ჩანს, რომ მისი აზრით, უწყვეტი გამაფრთხილებელი ტიტრი უმნიშვნელოვანესი იყო და რომ გადაცემა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე ზიანს მოუტანდა მაყურებელს; იმ გადაცემას, რომელიც ნათია კობერიძემ ეთერში გასვლამდე საათნახევრით ადრე ნახა, გამაფრთხილებელი ტიტრი არ ჰქონდა; გადაცემის დასაწყისში ნათია კობერიძე პირდაპირ ეთერში მიესალმა მაყურებელს, სტუმრებს და გადაცემა დაიწყო. გადაცემის ეთერში ჩვენების დროს ის იმყოფებოდა სტუდიაში, შესაბამისად, შეეძლო შეეხედა ეკრანისთვის და გადაემოწმებინა ტიტრის არსებობა. როგორც თავად ნათია კობერიძე აცხადებს, ამ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა („მოდელირებული ქრონიკა“ ეთერში ნახევარი საათის განმავლობაში გადიოდა). ანუ მან, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი თანაავტორობით მომზადებულ გადაცემას მოსახლეობა შეცდომაში არ შეეყვანა და მათთვის ზიანი არ მოეტანა.
7. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, საბჭო არადამაჯერებლად მიიჩნევს ნათია კობერიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან წინასწარ არ იცოდა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გადაცემა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე რომ უნდა გასულიყო. ნათია კობერიძე საბჭოს ერთ-ერთ კითხვას - ვინ მიიღო გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ, პასუხობს: „ეს კითხვები ამოწურა არხის ხელმძღვანელმა ქართულ მედიაში. იხ. ჟურნალი „ლიბერალი“.
ნათია კობერიძე მიუთითებს გიორგი არველაძის ინტერვიუზე (ჟურნალი „ლიბერალი“, ნომერი 23, 2010; გვერდი 23), სადაც გიორგი არველაძე აცხადებს: „ტიტრის გაშვებაზე ვიმსჯელეთ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა სიუჟეტი ტიტრის გარეშე გაგვეშვა და ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“.
თუ ამ კომენტარს დავეყრდნობით, გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ ტელევიზიაში გადაცემის ეთერში გასვლამდე უნდა სცოდნოდათ. უწყვეტი გამაფრთხილებელი ტიტრის საკითხით, რომელიც გადაცემის თანაავტორს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა და რომელიც ტელევიზიაში დისკუსიის საგანი გახდა, ძნელად წარმოსადგენია, არ დაინტერესებულიყო ავტორი და წამყვანი ან მენეჯმენტს მისთვის ამის შესახებ არ ეცნობებინა.
თუ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტს დაუმალეს ეს ინფორმაცია, მას უნდა გაეპროტესტებინა თავად ფაქტი, რომ არ გააცნეს გადაწყვეტილება. ნათია კობერიძეს კი არანაირი პროტესტი და კრიტიკა საკუთარი მენეჯმენტის მისამართით ღიად არ გამოუთქვამს.
8. საბჭო აღნიშნავს, რომ როცა ჟურნალისტის პოზიცია ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით განსხვავდება მენეჯმენტის ან რედაქციის პოზიციისგან, ჟურნალისტი ვალდებულია, არ დაემორჩილოს ზემდგომს (მენეჯერს თუ რედაქტორს) და შეეწინააღმდეგოს ჩარევას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდების პირველი პრინციპი ავალებს ჟურნალისტს, მასალა მისი ავტორობით ეთიკური ნორმების დაცვით გამოაქვეყნოს, ან გაემიჯნოს რედაქციას და ხმამაღლა განაცხადოს ამის შესახებ.
***
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა რა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლით, ააიპ–ის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებითა“ და „საბჭოს საქმისწარმოების წესის“ მე–6, მე-12, მე-13, მე-14 და მე–15 მუხლებით გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვათ განმცხადებლებს: ა. ჭ–ს და პ. ჯ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. დაკმაყოფილდეს განმცხადებელ რ. ფ–ს განცხადება და დადგენილად იქნას მიჩნეული ქარტიის წევრის, ნათია კობერიძის მიერ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის დარღვევა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს საბჭოს ბლოგზე.
საბჭოს თავმჯდომარე:
ეთერ თურაძე;

საბჭოს წევრები:
ელისო ჩაფიძე;
ხათუნა გოგაშვილი;
ნინო ზურიაშვილი;
მერაბ მერკვილაძე;
ირაკლი აბსანძე;
მაია მეცხვარიშვილი;
ლია ჩახუნაშვილი.

ჩვენს შესახებ

2009 წლის 4 დეკემბერს, 138-მა ჟურნალისტმა, თბილისში საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის ასოციაცია დააფუძნა და ხელი მოაწერა ეთიკურ სტანდარტებს. დამფუძნებლებმა აირჩიეს ასოციაციის მონიტორინგის საბჭო და სარევიზიო კომისია. საბჭოში, სხვადასხვა ვადით, სამი თბილისელი და ექვსი რეგიონული ჟურნალისტი იმუშავებს. მონიტორინგის საბჭოში, რომელიც თვეში ორჯერ შეიკრიბება, საჩივრის შეტანა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ანუ ვინც ჩათვლის, რომ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტი თავის სტატიაში მას არაეთიკურად მოექცა, მიმართავს საბჭოს. საბჭო ჟურნალისტის მიერ ეთიკური ნორმის დარღვევის ფაქტს, დადასტურების შემთხვევაში, თავის ანგარიშებში გამოაქვეყნებს. ჟურნალისტებმა საბჭოს წევრებად აირჩიეს 9 წევრი. ჟურნალისტებმა მონიტორინგის საბჭოში აირჩიეს ნინო ზურიაშვილი (გამომძიებელი ჟურნალისტი), ელისო ჩაფიძე (გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი), ლიკა ჩახუნაშვილი (ჟურნალისტიკის პედაგოგი), ეთერ თურაძე (გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი), მაია მეცხვარიშვილი („ახალი გაზეთი“ ქუთაისი), ხათუნა გოგაშვილი (რადიო „ჰერეთი“) თედო ჯორბენაძე („გაზეთი ბათუმელები“), ირაკლი აბსანძე (თავისუფალი ჟურნალისტი, ფოთი) და მერაბ მერკვილაძე („ტელეარხი 25“). სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაია მამულაიშვილი (რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე), რამაზ სამხარაძე (რადიო „ჰერეთის“ დირექტორი, „საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის“ თავმჯდომარე), ია ბობოხიძე („ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, ქუთაისი). საბჭოს თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, არჩეულია ეთერ თურაძე.

როგორ გავხდეთ საბჭოს წევრი

ამისათვის საჭიროა შეავსოთ განცხადების ფორმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს

განმცხ.:---------------------------------------------------------

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ ვიზიარებ რა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ვაღიარებ მათი დაცვის ვალდებულებას, გამოვხატავ სურვილს რათა ა.ა.ი.პ. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით და დადგენილი წესით გავხდე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი.

წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გაცნობილი ვარ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ა.ა.ი.პ. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წესდებას და „საბჭოს მიერ საქმის წარმოების“ წესს, ვაცნობიერებ ქარტიის წევრად მიღების შემთხვევაში მითითებულ დოკუმენტებში ასახულ დებულებათა სავალდებულო ძალას და შესაძლო პასუხისმგებლობას, გამომდინარე აღნიშნული ვალდებულებების შესრულებასთან.

ჩემს შესახებ რეკომენდაციები გაწეული იქნება ქარტიის შემდეგი ორი წევრის მიერ:

ა) ----------------------------

ბ) ---------------------------

ან/და

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელ სარწმუნო დოკუმენტებს/გარემოებებს წარმოადგენენ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი: ---------------------

განმცხადებელი:

საჩივრის ფორმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს

განმცხ.:---------------------------------------------------------

განცხადება

(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)

მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სასურველია დანართი - აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განმცხადებელი: ------------------------------------

მთვლელი